საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს. მათი ცნობით, ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის ადგილზე შესასწავლად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობა საბერძნეთში გაემგზავრა.