იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 500 სახლის სახურავია დაზიანებული. 135 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით და პრობლემებია გაზმომარაგების კუთხით. წაქცეულია ხეები, რის გამოც დაზიანებულია ათობით ავტომობილი. ქუთაისში 2500 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.