ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ნინიგორში ცოტა ხნის წინ მოხდა.
Imedinews-ის ინფორმაციით, მიკროავტობუსს მცირეწლოვანმა გადაურბინა, რა დროსაც მოძრავ ტრანსპორტს შეეჯახა და ბიჭმა ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო და ტვინის შერყევით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.