ხელვაჩაურში, კირნათის ჰესთან, მდინარე ჭოროხზე 3 ტურისტი და 1 ადგილობრივი დაიღუპა.
"ნავი რაღაცას გამოედო და დაზიანდა. წყალში ჩაცვივდნენ. დამცავი ჟილეტები ეცვათ", - ამბობენ ადგილობრივები.
ოთხივე დაღუპული იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო - სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.
დაღუპული ტურისტები უკრაინელი ცოლ-ქმარი და შვილი არიან.