თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
თბილისში, სვანეთის უბანში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა, ართვინის ქუჩაზე კედლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა.
კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.