პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ივნისს თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა მიმართეს. მათ პოლიციელებს შეატყობინეს, რომ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან მდინარეში გადახტომას აპირებდა.