შემთხვევა
10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
10:40 / 13.03.2023
 
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

14:29 / 27.02.2023
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
09:27 / 24.02.2023
 
ბათუმში მეჩეთთან ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
18:05 / 17.02.2023
 
მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
15:04 / 06.02.2023
 
ამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
17:35 / 28.01.2023
 
თბილისში, ვაზისუბანში, ორი ადამიანი - ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.
15:19 / 14.01.2023
 
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად 500 სახლის სახურავია დაზიანებული. 135 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
13:06 / 13.01.2023
 
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.
11:57 / 13.01.2023
 
ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "გურიანიუსის" ცნობით, შემთხვევა 12 იანვარს, დილით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, სოფელ ლესაში მოხდა.
11:37 / 13.01.2023
 
კალენდარი
×