შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2010 წელს გასამართლებულების ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალისა და აფენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მომღერალს, ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებულ კახა (კაბუ) აბუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა, - ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ აღნიშნლია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.