ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი", ,,ქუთაისის აეროპორტი" და ,,სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 296 522 აშშ დოლარი, 1300 რუსული რუბლი, 240 ტაჯიკური სომონი, 780 ჩინური იუანი, 198 000 ყაზახური ტენგე და 550 ყირგიზული სუმი გამოავლინეს.