თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 1-ელ თებერვალს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.
სხდომაზე დაცვისის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, დღეს ექსპერტების დაკითხვით დადასტურდა, რომ დადასტურდა, რომ მიხიელ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
მისივე თქმით, მოსამართლემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულებად დაურთო საქმეს იმისთვის, რომ სასამართლო დარბაზში ,,სიყალბეები” გამოიკვლიონ.
,,დღევანდელი დაკითხვით დადასტურდა, რომ მიხიელ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს. ეს გამომდინარეობს მისი დაავადებისგან. კერძოდ, გასტროენტოროლოგიური დაავადებისგან. ფსიქიატრიულ ნაწილს დღევანდელი ექსპერტები არ შეხებიან.
გარდა ამისა, დადასტურდა რომ მას თალასემია აქვს. იგი საჭიროებს სპეციალიზირებულ მრავალპროფილურ თანამედროვე აპარატურით აღჭურულ კლინიკებში მკურნალობას. იმ პირობებში, რასაც პატიმრობა ჰქვია, მისი განკურნება შეუძლებელია.
დღეს რომ დაისვა კითხვა, საიდან იცნობთ დასკვნას? - ჩვენ ვიცნობთ დასკვნას, რადგან წინა სასამართლო პროცესზე გადმოგვცეს. უბრალოდ, მას მტკიცებულებითი ძალა ჯერ არ ჰქონდა, ვინაიდან, მოსამართლეს დასაშვებად ცნობილი არ ჰქონდა. მინდა გითხრათ, ერთი სული გვაქვს როდის დაიწყება იმ ექსპერტების დაკითხვა, ვინც ეს დასკვნა გასცა, რადგან როგორც დღეს სასამართლო პროცესზე დაინახეთ, დასკვნა სავსეა სიყალბეებით. ანუ არც მიხეილ სააკაშვილი უნახავთ, არც მარიამ ჯიშკარიანის დასკვნა უნახავთ, თვითონ ავადმყოფობის ისტორიები ისიც ნაწილ-ნაწილ ამოღებული აქვთ, იმ ავადმყოფობის ისტორიებზე აქვთ გაკეთებული. მათ შორის საინტერესოა, მარიამ ჯიშკარიანის დასკვნაში ერთი ეპიზოდი არ არის ავადმყოფობის ისტორია, ვინაიდან, ეს დაცვის მხარეს არ გადმოსცეს, ეს მეთორმეტე დაწესებულებას ეხება. ზუსტად, იმ ავამდყოფობის ისტორიებზე ამათ დასკვნა გაცემული. როგორც ჩანს, ჯიშკარიანის დასკვნაც წაკითხული არ აქვთ, უბრალოდ, ვიღაცამ დაწერა მიუტანა სამხარაულს და იმათმა დააკოპირეს და ხელი მოაწერეს. დღეს მრავალ სიყალბეში ვამხილეთ სასამართლო დარბაზში. თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციურის შუამდგომლობა და დაურთო. ვფიქრობ, ეს იმიტომ დაურთო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პროცესზე ეს სიყალბეები გამოვიკვლიოთ. ექსპერტები სასამართლო დარბაზში მოვლენ და მოუწევთ ამ სიყალბეების აღიარება. გარდა ამისა, ინტერესთა კომფლიქტი, მიხეილ სააკაშვილის ამ ექსპერტიზის შედგენაში მონაწილეობას იღებდნენ ის ექპერტები, რომლებმაც მონაწილეობა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიიღეს”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
როგორც მან აღნიშნა, შემდეგ სასმართლო პროცესზე დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.
,,კოვიდინფიცირების გამო, მე თითქმის კვირაზე მეტია მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევდივარ. ამ კვირის განმავლობაში საოცარი ინფორმაციები ვრცელდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ალბათ, ხვალ მოვინახულებ და რეალურად გავიგებ, რა ხდება.
სასამართლო პროცესებზე ხედავთ, რომ ბევრი კითხვები ისმება ისეთი, როგორიც ავადმყოფობის ისტორიაში არ წერია. მაგალითად, “მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს ხორცს“, რაც არ წერია ავადმყოფობის ისტორიაში. ანუ სასურველის წარმოჩენა უნდათ, მათთვის მისაღები, რომ იყოს”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
interpressnews.ge