კლინიკა "ვივამედის" ერთერთმა მედდამ პაციენტ მიხეილ სააკაშილთან მუშაობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში მედიკოსმა თავად განაცხადა.
მედდა ინტერვიუში განმარტავს, როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალზე. მან უკვე დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.
„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია - ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - ამბობს მედდა.
ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დადებით ეპიზოდებიც ჰქონია და პაციენტის განწყობა სასამართლო პროცესების დღეებში იცვლებოდა.