პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.
ჯანაშვილი საქმის დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ საკითხზე სამსახურის გადაწყვეტილება აპრილამდე გახდება ცნობილი.
„ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
interpressnews.ge