6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ ქვემო გომში მცხოვრები ბექა რევაზიშვილის ცხედარი, რამდენიმედღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა მდინარე მტკვრის კალაპოტში იპოვეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.