პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
„„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურამ არასამთავრო ორგანიზაციებისთვის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. უცნობია, აღნიშნულებს შორის არის თუ არა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.