იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია
კატეგორიის სხვა სიახლეები
უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
18:18 / 06.10.2022
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.



სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.
მცხეთის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულები დაედევნენ და კვლავ ცდილობდნენ მათზე ძალადობას. მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილმა და მასთან მყოფმა პირებმა ისევ დააპირეს თბილისის მიმართულებით წასვლა, ბრალდებულები, ამჯერად მეორედ დაესხნენ მათ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობასაც.

ამის გამო, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ისევ გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.



მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩებით სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა), ერთი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).

შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ სამ პირს საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით, ხოლო ერთს - 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.



ორი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). მათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.



სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები და მცხთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.
08:13 / 06.10.2022
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი" შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.


18:01 / 05.10.2022
„იგივე დეპრესია დამეწყო, გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით, ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს, - ეს სიტყვები ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, მას ყოფილმა რძალმა, ნელი დოროყაშვილმა ქორწილამდე მიწერა.
17:15 / 05.10.2022
თავს დამნაშავედ არ ვთვლი, - ამის შესახებ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს.
17:12 / 05.10.2022
საპატრულო პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა.
13:55 / 05.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის -
”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები
სხვადასხვა სკოლაში გრძელდება.
13:10 / 05.10.2022
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასრულებამდე სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.
12:28 / 05.10.2022
ამ ,,შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება - სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ,,ვივამედის” კლინიკაში გასვლითი სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა.
18:45 / 04.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, ხოლო 8 პირს ბრალი წარუდგინეს.
11:57 / 02.10.2022
კალენდარი
×