საზარელი დანაშაული ბორჯომში - ქმრის მიერ სამზარეულოს დანით დაჭრილი ქალის გადარჩენას ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. გამოძიების ინფორმაციით, 47 წლის კაცმა მეუღლეს 16-მდე ჭრილობა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა სიდედრსაც.
დაშავებული ყვება, რომ მისი ქალიშვილი ქმრის ძალადობას 18 წლის განმავლობაში იტანდა. ქალის თქმით, დაკავებულს ჩხუბისთვის მიზეზი არ სჭირდებოდა.
ამ კაცს მიზეზი არ სჭირდებოდა, ჩემი გოგო დაჭრილი-დასისხლიანებული ეგდო ძირს. სულ დაძაბულები, დეპრესიაში ვიყავით, ამ კაცს თავიდან ვერ ვიშორებთ. 18 წელი ჩემმა შვილმა შიშის ქვეშ იცხოვრა. ჩემი შვილიშვილიც სახლში იყო, თუმცა ოთახში რომ შევიდა, დედამისი უკვე ძირს ეგდო.
ჩემმა სიძემ ჩემზეც იძალადა"- აცხადებს დაჭრილის დედა.
დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 47 წლის კაცი დააკავა. ირკვევა, რომ პირი, ვინც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცია.