როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Aმიცუს ჩურიაე), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.