ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ყაზარაშვილი ასევე გამოეხმაურა ადვოკატების კომენტარებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან მათ სასამართლო პროცესზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საჯაროდ კი, ბრალდებულების ოჯახის წევრების გასაგონად საუბრობენ.
"მინდა, დაცვის მხარის კომენტარებს გამოვეხმაურო, რომელიც საჯაროდ გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი და ახლა უკვე მათი კომენტარები იქითკენაა მიმართული, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები თითქოს, მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამყარდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე, სამართლებრივად გაგვანადგურა და ბრალდების მხარე შეეცოდა. სასაცილოა, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როცა ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.