ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში დაიბარეს
კატეგორიის სხვა სიახლეები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2,970 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
14:54 / 24.02.2021
საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
14:00 / 24.02.2021
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული "თრეველ ჯის" დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა სამშე მჟავანაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს და საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ ისაუბრებს დეტალურად, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.
13:52 / 24.02.2021
69 წლის კაცს, რომელსაც პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს.

imedinews-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პენსიონერი სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩაუტარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს სოფელში შენიშნეს.
13:32 / 24.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.
10:23 / 24.02.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე წაბლის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.
10:12 / 24.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
21:18 / 23.02.2021
ვიდეო, სადაც ასახულია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი თუ როგორ ისვრის მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით,
16:24 / 23.02.2021
შსს-მ დღეს "ნაცმოძრაობის" ოფისთან დაკავებული 21 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათ შორის, გათავისუფლდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

სამართალდამცველებმა დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული დანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის იყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.
13:45 / 23.02.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
09:07 / 23.02.2021
კალენდარი
×