შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა
კატეგორიის სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სუსის პრესსამსახურში დაუდასყურეს.

მათი განმარტებით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებიბა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
13:45 / 02.03.2021
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.
13:39 / 02.03.2021
დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლოში დაიკითხება, – ამის შესახებ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელი სხდომის დაწყებამდე აღნიშნეს. ინფორმაცია არ უარყო საქმის პროკურორმაც.

"დღესაც მოსამართლის წინაშე იქნება ყველა ის საკითხი გაჟღერებული, რაზეც აქამდე ვამახვილებდით ყურადღებას. ამ საქმეს ბევრი მიმართულება აქვს, ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული, მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელის შესახებ გვსურს, რომ მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება. გვინდა, რომ ყველა ამ საკითხზე ერთად გაამახვილოს ყურადღება, არა ცალ-ცალკე რომელიმე მათგანი, არამედ ერთობლიობაში უნდა აღიქვას საქმე მოსამართლემ. ამ საქმის დაწყებიდან ვამბობდით, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, აქ არის პოლიტიკური შინაარსი. ღარიბაშვილის თანამდებობრივი ცვლილება შეიძლება, არსებითად არ ცვლიდეს არაფერს, რადგან ზოგადად, პოლიტიკური გუნდი არის დაინტერესებული ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით. თუკი აქამდე ვკითხავდით ამ საქმეში თავდაცვის მინისტრს, ახლა დავკითხავთ ამ საქმეში პრემიერ-მინისტრს", – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
13:27 / 02.03.2021
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ყაზარაშვილი ასევე გამოეხმაურა ადვოკატების კომენტარებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან მათ სასამართლო პროცესზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საჯაროდ კი, ბრალდებულების ოჯახის წევრების გასაგონად საუბრობენ.

"მინდა, დაცვის მხარის კომენტარებს გამოვეხმაურო, რომელიც საჯაროდ გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი და ახლა უკვე მათი კომენტარები იქითკენაა მიმართული, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები თითქოს, მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამყარდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე, სამართლებრივად გაგვანადგურა და ბრალდების მხარე შეეცოდა. სასაცილოა, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როცა ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.
12:13 / 02.03.2021
დავითგარეჯას საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

13 იანვარს პროკურატურამ დავითგარეჯას საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.
10:39 / 02.03.2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 139 000 ლარი.
10:35 / 02.03.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი, 1971 წელს დაბადებული ი.ნ. თბილისში დააკავეს.
00:59 / 02.03.2021
ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
20:19 / 01.03.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯანმრთელი ხეების გაკაფვას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 8 000 აშშ დოლარის გადახდა.
16:47 / 01.03.2021
მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

მასწავლებელი პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა.
15:30 / 01.03.2021
კალენდარი
×