პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებიხს მხარის შუამდგომლობა და შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტურისტული კომპანიის დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
17:09 / 25.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბ.გ.-მ 2019 წლის აპრილში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მის ნაცნობს ა.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა და მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
14:28 / 25.02.2021
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შატილის გზაზე ექვსი თვის წინ მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ტურისტული სააგენტო "თრეველ ჯორჯიას" გენერალური დირექტორისა და მიკროავტობუსის მესაკუთრესთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა შალვა ბოლათაშვილისა და გოჩა გოგილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
14:18 / 25.02.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - ბ.ა, ო.კ, და დ.ქ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.
11:45 / 25.02.2021
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
11:11 / 25.02.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს და მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2,970 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
14:54 / 24.02.2021
საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს "ჩიფ თრეველ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
14:00 / 24.02.2021
შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებული "თრეველ ჯის" დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა სამშე მჟავანაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს და საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ ისაუბრებს დეტალურად, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.
13:52 / 24.02.2021
69 წლის კაცს, რომელსაც პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს.

imedinews-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პენსიონერი სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩაუტარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს სოფელში შენიშნეს.
13:32 / 24.02.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს-ში.
10:23 / 24.02.2021
კალენდარი
×