ზუგდიდში 56 წლის ქალი შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა 29 წლის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.