საქართველოს პროკურატურამ, 2021 წლის 5 და 6 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს - ა.ნ-ს, თ.დ-ს, თ.ხ-ს, ი.ქ.-ს, ხოლო კიდევ ერთ პირს ი.ყ.-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.