სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის 9 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა.
16:05 / 03.06.2020
 
ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია.
15:27 / 03.06.2020
 
პოლიციამ ბათუმში აქციის დროს 30 პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 7 მაისს დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა გააგრძელეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.
22:50 / 27.05.2020
 
ლეიბორისტური პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. სამართალდამცველებმა ის მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩხარტიშვილმა ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება სცადა.
15:19 / 25.05.2020
 
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ადასტურებს.
20:14 / 24.05.2020
 
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გირაოს თანხა - 100 ათასი ლარის ოდენობით უკვე გადახდილია. ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
17:56 / 24.05.2020
 
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
13:07 / 24.05.2020
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
22:32 / 23.05.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოძალვის ფაქტზე მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. დააკავეს.
18:47 / 23.05.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
12:39 / 23.05.2020
 
კალენდარი
×