სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.
23:15 / 07.07.2020
 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურიდან გვაცნობეს.
15:08 / 06.07.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
14:50 / 06.07.2020
 
ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაშავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
22:01 / 04.07.2020
 
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) დადასტურებულია გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების და გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
18:34 / 04.07.2020
 
ფოთში, რამდენიმე დღის წინ, მამასთან ერთად გასვენებაში მყოფი ვაჟა ტყებუჩავა უცნობმა პირებმა გაიტაცეს, მოგვიანებთ კი ტყებუჩავა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
16:50 / 04.07.2020
 
ავარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში - დაღუპულია მოზარდი.
14:31 / 04.07.2020
 
საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
14:25 / 04.07.2020
 
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო.
00:00 / 04.07.2020
 
ერთი კვირაა ვეხვეწები დაკავებულ პირებს, რომ თქვით სიმართლე. მთავარი არსებითი აქ არის ერთი რამ, გიორგის მიმართ რომ გრძელდება დევნა აი ამის შემდეგ რა ხდება. ამის შემდეგ საქმეში ყველაფერი წყდება, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.
23:48 / 03.07.2020
 
კალენდარი
×