შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე, ხმის ჩამწერი სტუდიის – შპს „ინ და ჰაუსის“ სახელით შენიღბულ ღამის კლუბს საქმიანობა შეუჩერეს.