სამართალი
არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები - დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
19:01 / 16.12.2020
 
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, მსჯავრდებულ გიორგი რურუას ჯგუფურად ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.
18:59 / 16.12.2020
 
ცნობილია „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება.
16:54 / 16.12.2020
 
დღეს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, რომლებმაც ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებები 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
14:21 / 16.12.2020
 
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
20:31 / 15.12.2020
 
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციის აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს და ამ დროისთვის სულ 4 პირია დაკავებული. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ. დაკავებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
13:22 / 15.12.2020
 
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის კვლევით ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო გიორგი შაქარაშვილის გვამზე.

"გუშინ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი. მან არ გამორიცხა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა რომელიმე კვლევის ნიმუშის მიხედვით, რომელიმე პიროვნების ყოფილიყო, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის და დანარჩენი ბრალდებულებისაც. ექსპერტმა განაცხადა ის გარემოება, რომ არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისა, რომ წაშლილიყო გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქამდე არსებული კვლები. ასეთია წვიმა, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალის ჩარეცხვა ხდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქნებოდა საკმარისი ბიოლოგიური მასალა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო წყლით მომხდარიყო აღნიშნულის წაშლა.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებულ ბიოლოგიურ კვლევებს, ექსპერტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი პერიოდი იყო გვამი წყალში მოთავსებული, აქედან გამომდინარე, ვისი სისხლი იყო ესაც ვერ დადასტურდა ექსპერტიზის კვლევით. აღნიშნულ ექსპერტიზაში მითითებული ინფორმაცია იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარჩა ამ ბუნებრივი პირობის ზემოქმედებისას, წვიმის შედეგად, რა ინფორმაციაც დარჩა ჩანთაზე და გვამზე",- აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება. დღეს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არის გიორგი შაქარაშვილი მეგობარი ლუკა გოგავა, რომლის წელის ჩანთაც გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალების დღეს ეკეთა. ასევე დაიკითხება არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, კინოლოგი და გამომძიებლები.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
13:15 / 15.12.2020
 
ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში ბიძინა ესებუას ბრალს აცნობენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს
23:35 / 13.12.2020
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, პოლიციელის დაშავების ფაქტზე შესაძლოა, მოკვლევა დაიწყოს.
19:00 / 13.12.2020
 
თეთრიწყაროში მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი მოკლა.
16:21 / 13.12.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×