სამართალი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და მერაბ ტურავა იქნებიან. ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჯერ უცნობია, კანდიდატებს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის კენჭს.
13:16 / 18.06.2020
 
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, გიორგი გაბუნია სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.
10:57 / 18.06.2020
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა.
09:23 / 18.06.2020
 
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც  უწყებაში განაცხადეს, გაბუნია 18 ივნისს, დილის 10:00 საათზეა დაბარებული.
20:50 / 17.06.2020
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
18:28 / 17.06.2020
 
თბილისში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ევექსის“ კავკასიის ცენტრის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.
18:23 / 17.06.2020
 
თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
17:45 / 17.06.2020
 
გენერალური პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
14:53 / 17.06.2020
 
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე ბრალდებულებს 20 და 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ,- ამის შესახებ  პროკურატურიდან გვაცნობეს.
11:35 / 16.06.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×