სამართალი
ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა.
21:15 / 24.12.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული სამხედრო მოსამსახურის პოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
13:31 / 24.12.2020
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ რომ სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, რისი დადგენისთვისაც თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან.
14:31 / 23.12.2020
 
„ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა. დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს ეს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია გახსნილი საქმეების მაჩვენებელიც.
22:18 / 22.12.2020
 
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლებულია.
20:48 / 22.12.2020
 
ისე, ნუ უკვირთ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას, რომ რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ და ორ თვეშიო?! ჩვეულებრივი თემაა. სად წავა?! დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იქნეს დაკავებული,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
20:36 / 22.12.2020
 
პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
20:01 / 22.12.2020
 
ხაშურში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქურდობის მცდელობას უკავშირდება.
00:49 / 22.12.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11:33 / 21.12.2020
 
რატომ არ დაკრძალეს გარდაცვლილი ქალი ერთი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებმა - განმარტებებს "კურიერთან" დაღუპულის შვილი აკეთებს, ის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.
13:49 / 19.12.2020
 
კალენდარი
×