პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.