“ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე მოქალაქე.
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ მერაბ ჯერანაშვილი აირჩიეს. ახალი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოს ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ის საბჭოს წევრებმა ერთხმად, ფარული კენჭისყრით 13 ხმით აირჩიეს.
პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
იაკობ ბრეგვაძეს არც ერთ ეტაპზე ჩვენება არ შეუცვლია, ის სასამართლოს წინაშე სიმართლეს საუბრობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა განუცხადა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში წინა სხდომაზე დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა.
საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე, მისი ძმის, ბიძინა ესებუას საქმეს გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია. აღნიშული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და განმარტა რომ მათთვის ერთი თვე საკმარისი არ იყო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.