სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ,
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.



მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო
გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7 ოქტომბერს, ჰ.მ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი
ნაწილით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. თბილისის საქალაქო სასამართლომ
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა საპატიმრო გირაო.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
15:00 / 08.10.2019
 
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე 10 ოქტომბერს მივა. როგორც პროკურატურიდან გვაცნობეს, გაბუნია უწყებაში 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
13:22 / 06.10.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:57 / 06.10.2019
 
თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია.
21:28 / 05.10.2019
 
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნოდარ მელაძეს საგამოძიებო უწყებასთან კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.
12:23 / 05.10.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება.
ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
20:01 / 04.10.2019
 
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც პროკურატურიდან გვაცნობეს, გაბუნია უწყებაში 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
19:15 / 04.10.2019
 
სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს.
17:39 / 04.10.2019
 
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ, „ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
17:37 / 04.10.2019
 
პროცესიდან გამოსული, სააპელაციო სასამართლოსთან, ჩემი კლიენტის თვალწინ დამაკავეს. ამას რა ჰქვია საერთოდ, არ ვიცი. ეს ალბათ, მხოლოდ ჩვენთან ხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა, ბრალდებულმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა.
12:54 / 04.10.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×