წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ლიდერობს. მას 51,33%-იანი მხარდაჭერა აქვს. საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის 33 უბნის მონაცემებია დათვლილი.
მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი როლანდ ფიფია - 35,3%-ით, მესამე ადგილზე კი "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ლელა ქებურია, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 4,66%-მა დაუჭირა.