საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე ლიდერობს. მას 76.86%-იანი მხარდაჭერა აქვს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კაპანაძე 10.77%-ით, მესამე ადგილზე კი, არის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი, გიორგი კასრაძე, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 4.87%-მა დაუჭირა.
საარჩევნო ოლქში, 155 უბნიდან, ამ დროისთვის 97 უბნის მონაცემებია დათვლილი.