ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
ბაღდათში სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
კატეგორიის სხვა სიახლეები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენი რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და პრიორიტეტული პროექტების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს. ხალხი უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს რისი განხორციელებაც თავად სურთ და მათ სოფელს თუ უბან ყველაზე მეტად სჭირდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, გარდა ამისა ჩვენ უშუალო კომუნიკაციით ვიგებთ მოქალქეებისგან მათ უმთავრეს საჭიროებებს და მცირე დროში ვახდენთ მაქსიმალურად მათ მოგვარებას" - განაცხადა მალხაზ თორიამ.
10:17 / 26.02.2021
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა სახელწოდებით "საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი", "აფხაზეთი დღეს", "მუჰაჯირობა", ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
15:49 / 25.02.2021
აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები აღარ იქნება.

აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მათ სამზადისი თბილისში წასასვლელად უკვე დაიწყეს.

"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში თავისუფლების კვარტალი 120-ე დღეა ფუნქციონირებს. ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურითა და იმ ხალხით, რომლებიც თავისუფლების კვარტალს წარმოადგენს - ბრძოლას თბილისში გააგრძელებს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან თავისუფლების კვარტალში და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
13:24 / 25.02.2021
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, ქობულეთის ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გეგმური ტესტირების შედეგად, სკოლის ექვს პედაგოგს "კოვიდ-19" დაუდასტურდა. მოსწავლეებში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მომდევნო 12-14 დღის განმავლობაში გააგრძელებს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ასევე ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა.
12:32 / 25.02.2021
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
19:23 / 24.02.2021
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ137 გუდაური (ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
16:33 / 24.02.2021
ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს Covid-19​ დაუდასტურდა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმზე გადავიდა.

სკოლის დირექტორის თქმით, ის ეპიდემიოლოგებისგან და განათლების სამინისტროსგან შესაბამის რეკომენდაციებს ელოდება, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სკოლამ გააგრძელონ მუშაობა.

ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებს კორონავირუსი გეგმიური PCR-ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.
12:15 / 24.02.2021
თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
09:23 / 23.02.2021
გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები შევიდა. მერიის ინიციატივით, დღეს მარშრუტების ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსები სულ მალე ახალი მარშრუტებით იმოძრავებენ. ერთი კვირის განმავლობაში მერიისა და ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოხდა მგზავრების მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება და ხარვეზების აღმოფხვრა.

დამატებულია:
N 3ა (სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის სანაპირო; ცხინვალის გზ.; თავდაცვის აკადემია. უკუმიმართულება: თავდაცვის აკადემია; ცხინვალის გზ.26 მაისის სახელობის სანაპირო; იუსტიციის სახლი; ლიახვის ხიდი; მშვიდობის გამზირი; სოფ. ტინისხიდი).
18:31 / 22.02.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
20:15 / 21.02.2021
კალენდარი
×