ხანძარი იყო ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში. ცეცხლი ჯიქიების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
მომხდარის შედეგად, მსუბუქი დაზიანება მიიღო მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.
ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება სახის არეში.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. დამწვარია 30 კვადრატული მეტრი ფართობი.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.