მიწის მასა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამ ადგილას ჩამოწვა. სოფელ მარადიდში კი მეწყერი საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები შიშობენ, რომ საფრთხე მათ უსაფრთხოებასაც ემუქრება. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
მეწყერი ჩამოწვა სოფელ კირნათში და მახინჯაურშიც. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლას მარადიდში გეოლოგები ორშაბათიდან დაიწყებენ.
უწყების ცნობით, კირნათსა და მახინჯაურში კი ჩამოწოლილი მიწის მასა გზის საფარიდან გაწმენდილია.