რეგიონები
2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 112 ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1 213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 (ოთხი) ლოკაციაზე განთავსდა:
13:23 / 01.03.2021
 
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს ახალ შენობაში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.

ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.

ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
13:07 / 01.03.2021
 
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ოქროს ბირჟა" დააყაჩაღეს. გამყიდველების ინფორმაციით, უნივერმაღის ყოფილ შენობაში უცნობი პირი შეიჭრა, ოქროულობა გაიტაცა და მიიმალა.

მათივე თქმით, ბოროტმოქმედი სავარუდოდ შეიარაღებული იყო. თუ რა რაოდენობის ძვირფასეულობაა წაღებული, ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და საგამოძირბო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს განცახდებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საგამოძირბო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
14:41 / 26.02.2021
 
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და კონტროლის მექანიზმებზე.

,,მთავარი გამოწვევა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბალანსის გამოძებნა, გახლავთ, რომ შეზღუდვები და, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა ისე დაიგეგმოს, რომ ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი. ასევე, ეკონომიკას თანმიმდევრულად მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი აჭარაში, ბათუმში, რადგან არის ტურისტულად მნიშვნელოვანი მიმართულება. საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდა შეზღუდვების დიდი ნაწილი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა რეალურად მოგვეცემა საშუალება მივიღოთ შიდა და საერთაშორისო ტურისტების პირველი ნაკადები.
14:28 / 26.02.2021
 
„მე მაინც ვიტყვი!“, „ნუ ახალისებ ძალადობას“ „ჩვენ ვართ სუსტები ჩვენ ვართ სოლიდარულები!“, - ბათუმში ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი ევროპის მოედანზე შეკრიბა. მათი თქმით, ძალადობა ნებისმიერი სახით დასაგმობია.

„ჟურნალისტები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას, ვახო სანაიას. ძალადობა ნებისმიერი ფორმით დასაგმობია, სიძულვილი არ უნდა იყოს წახალისებული და რაიმე ფორმით გამართლებული. ველოდებით რა სახის რეაგირება ექნება ფაქტზე საგამოძოებო ორგანოს“, - ამის შესახებ Tv 25-ის საინფრომაციიოს უფროსმა სულხან მესხიძემ განაცხადა.
11:37 / 26.02.2021
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენი რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და პრიორიტეტული პროექტების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს. ხალხი უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს რისი განხორციელებაც თავად სურთ და მათ სოფელს თუ უბან ყველაზე მეტად სჭირდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, გარდა ამისა ჩვენ უშუალო კომუნიკაციით ვიგებთ მოქალქეებისგან მათ უმთავრეს საჭიროებებს და მცირე დროში ვახდენთ მაქსიმალურად მათ მოგვარებას" - განაცხადა მალხაზ თორიამ.
10:17 / 26.02.2021
 
საქართველოს ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა სახელწოდებით "საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი", "აფხაზეთი დღეს", "მუჰაჯირობა", ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
15:49 / 25.02.2021
 
აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები აღარ იქნება.

აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. მათ სამზადისი თბილისში წასასვლელად უკვე დაიწყეს.

"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმში თავისუფლების კვარტალი 120-ე დღეა ფუნქციონირებს. ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს საქართველოს დედაქალაქში, თავისი ინფრასტრუქტურითა და იმ ხალხით, რომლებიც თავისუფლების კვარტალს წარმოადგენს - ბრძოლას თბილისში გააგრძელებს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ერთხელ მაინც მოსულან თავისუფლების კვარტალში და ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოუხატავს იმ ყველაფრის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს, ასეთივე შეუპოვარი ბრძოლა საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება",- განაცხადა გიორგი კირთაძემ.
13:24 / 25.02.2021
 
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, ქობულეთის ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გეგმური ტესტირების შედეგად, სკოლის ექვს პედაგოგს "კოვიდ-19" დაუდასტურდა. მოსწავლეებში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მომდევნო 12-14 დღის განმავლობაში გააგრძელებს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ასევე ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა.
12:32 / 25.02.2021
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
19:23 / 24.02.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×