რეგიონები
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
10:25 / 09.03.2021
 
ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ფორმულას“, POSTV-ის, „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. დაპირისპირება მოჰყვა დახურულ სხდომას, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილებოდა ორი სასულიერო პირის - დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. ეს ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმა, წერილობითი თუ პირადი გაფრთხილებების მიუხედავად, ეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.
17:56 / 08.03.2021
 
სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, სენაკის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
14:48 / 07.03.2021
 
სამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

,,ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.
14:44 / 04.03.2021
 
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
22:29 / 03.03.2021
 
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
20:58 / 03.03.2021
 
თელავში მომხდარი ავარიის შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

Imedinews-ის ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილის მძღომა გზა „ბმვს“ მარკის ავტომობილს გადაუჭრა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები ორივე ავტომობილის მძღოლმა მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
14:06 / 03.03.2021
 
გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

"სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო", - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.
16:17 / 01.03.2021
 
გორში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მიზეზი ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევებია, რომელიც გორის მე-10 და მე-2 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა.
14:24 / 01.03.2021
 
წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ზუგდიდში, დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა.

აღნიშნული პროექტით ასევე ისარგებლებს სოფელ ინგირში, კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
13:25 / 01.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×