რეგიონები
ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი უღელტეხილზე გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
21:42 / 28.03.2021
 
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
11:55 / 27.03.2021
 
დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ ქალაქ თერჯოლაში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი. სოსო გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ კოხრეიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
11:53 / 27.03.2021
 
ლეჩხუმში მეხუთე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ლენჩხუმში ამ დრომდე ნაწილობრივ გარესამყაროს მოწყვეტილად რჩება სოფელ ღუს მკვიდრი 10 ოჯახი.

მოსახლეობასთან კონტაქტი საურმო გზითაა შესაძლებელი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ვიდრე არ გამოიდარებს, შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია. მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.
10:49 / 27.03.2021
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.
10:40 / 27.03.2021
 
სასულიერო პირების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღით დაიკეტა.
14:40 / 26.03.2021
 
ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას სასტუმრო "თბილისში" მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ.
21:45 / 24.03.2021
 
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, უხვი ნალექის გამო, მდინარე მტკვარზე, ხელოვნური კუნძული შეიქმნა, შედეგად ადგილზე 6 მწყემსი ჩარჩა.
18:58 / 24.03.2021
 
ეკონომისტ ანდრია გვიდიანის განცხადებით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე "ნამახვანჰესის" ირგვლივ არაპროფესიონალურად მსჯელობს და "საკითხს თავის ურაპატრიოტული მოტივებისთვის იყენებს".

როგორც გვიდიანი აცხადებს, ბიზნესმენი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორ აქცენტებს სვამს, როდესაც აცხადებს, რომ პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია და ქვეყნისთვის წამგებიანს უწოდებს.
16:45 / 24.03.2021
 
უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე რამდენიმე სოფელში შიდა გზები.

ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სოფლებში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
15:42 / 24.03.2021
 
კალენდარი
×