რეგიონები
კახეთში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს დაიწყო.

ვაქცინა რეგიონში პირველებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა და თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა, ზეინაბ მგელიაშვილმა გაიკეთეს.

სამედიცინო დაწესებულებაში მოწყობილია სპეციალური ოთახი, სადაც დღის განმავლობაში ვაქცინას 10- ზე მეტი მედიკოსი გაიკეთეს.

იმუნიზაციის პროცესი 17 მარტიდან გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის მედ- პერსონალით განახლდება და ეტაპობრივად სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ საავადმყოფოებსაც მოიცავს.
12:09 / 15.03.2021
 
ქუთაისში ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იმართება.
13:41 / 14.03.2021
 
აჭარამ Astrazeneca-ს 3 980 დოზა ვაქცინა მიიღო. იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი აიცრება. რეგიონში იმუშავებს ცხრა ამცრელი პუნქტი. სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი გადამზადება გაიარა.
20:23 / 13.03.2021
 
"ლაშქრობა ამბასადორთან" - ბათუმში "ამბასადორის" მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

მათი თქმით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაუშვებელია.

"ამბასადორი" ბულვარში სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. მშენებლობაზე თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. გადაწყვეტილება ორგანიზაცია "ბათომმა" და "იემსისმა" აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაასაჩივრეს.
18:21 / 13.03.2021
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ, დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი ვაქცინის 14,080 დოზა უკვე მიიღო.

Astra Zeneca-ს ვაქცინის განაწილება ცენტრის საწყობიდან დღესვე დაიწყება. დღესვე ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, 5,550 დოზა იმერეთის რეგიონისათვისაა გათვალისწინებული.
17:03 / 13.03.2021
 
სოციალურ ქსელში გუდაურში, დღეს გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე შეკრებილი ხალხი ჩანს.

"იმედინიუსი" ფოტოს ავტორს, გუგა შაფათიძეს ესაუბრა.

"ობიექტურობისთვის, უნდა ვთქვათ, რომ ფოტო გადაღებულია დილით, როცა მთაზე ასვლა იწყება და ამ დროს, უმეტესად, ასეთი რიგია ხოლმე. 11:00-დან 13:00 საათამდე სულ ასეთი რიგია" - განაცხადა გუგა შაფათიძემ.

მისივე განცხადებით, სამართალდამცველები მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის კონტროლს, თუმცა დღის გარკვეულ მონაკვეთში მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება.

"პოლიცია ცდილობს, რომ აკონტროლოს დისტანცია და პირბადის ტარების საკითხი. შეძლებისდაგვარად ცდილობენ სიტუაციის გაკონტროლებას" - აცხადებს გუგა შაფათიძე.
16:50 / 13.03.2021
 
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიგზავნა. პირველ ეტაპზე Astra Zeneca-ს 1,900 დოზა კახეთში ჩაიტანეს.

რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც Astra Zeneca სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა, ორშაბათიდან კი იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალით დაიწყება და ეტაპობრივად სხვა კლინიკებსაც მოიცავს.

კახეთში, COVID-19-ზე აცრა რეგისტირებული 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, მათ შორის თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1,500-მდე მედიკოსს.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.
16:13 / 13.03.2021
 
ონის მუნიციპალიტეტში მიწიძვრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა. "დღეს, თბილისის დროით 14:55 საათზე, ონთან, იმავე ეპიცენტრულ ზონაში, (13:46 სააათის ონის მიწისძვრის ეპიცენტრი) მოხდა 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა",- აღნიშნულია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის დროით 13:46 საათზე, ონთან 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
15:20 / 13.03.2021
 
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გრანტებს გადასცემს.
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში ჩართვა, დევნილებთან ერთად, უკვე ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ. ეკომიგრანტები და დევნილები 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ამასთან, საკუთარ საწარმოებში, დამატებით, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ", - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

15:01 / 13.03.2021
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დეპუტატებთან ერთად შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც კასპში ახალი პროფესიული კოლეჯი და ტექნოპარკი დაათვალიერა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ტექნოპარკი და პროფესიული სკოლა, რომელიც ერთდროულად ორასზე მეტ სტუდენტს ემსახურება, თანამედროვე სტანდარტებით არის აშენებული და ბიზნესის შექმნის თვალსაზრისით, ახალ შესაძლებლობებს იძლევა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი ტიპის პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
13:34 / 13.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×