რეგიონები
ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
20:46 / 17.05.2020
 
მაღალმთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება - ჩირუხის განვითარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭაროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
12:59 / 17.05.2020
 
ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. სანაპიროზე უკვე გამოჩნდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც ზღვაში შესვლას არ ერიდებიან.
14:18 / 16.05.2020
 
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 პაციენტიდან 60-მა დაავადება დაამარცხა. პაციენტები ბათუმის კლინიკა „მედალფას“ პარალელურად განიკურნენ თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში. რეგიონში გარდაიცვალა ორი პაციენტი.
11:15 / 13.05.2020
 
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
22:11 / 12.05.2020
 
ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული შვიდი პაციენტი გაწერეს.
21:56 / 12.05.2020
 
ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ დღეს კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა. კლინიკის დირექტორის ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, ორივე მათგანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება.
23:06 / 11.05.2020
 
ყვარელში სტიქიას ებრძვიან. ადიდებულმა მდინარე დურუჯმა ერთ-ერთი საამქროს ნაწილი და იქვე მდებარე, საცხოვრებელად გამოყოფილი ფართის ნახევარი დაანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის მძიმე ტექნიკა, რომელიც მდინარის კალაპოტის შეცვლას რამდენიმე საათია ცდილობს.
19:05 / 10.05.2020
 
ბაკურიანში თოვლი მოვიდა. ფოტოებს ფეისბუქგვერდი bakuriani.ge ავრცელებს.
11:21 / 10.05.2020
 
აჭარაში, ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
10:59 / 10.05.2020
 
კალენდარი
×