ბათუმში „ტვ პირველის" ოპერატორს თავს დაესხნენ. „ტვ პირველის“ ოპერატორის მურმან ზოიძის განცხადებით, ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მიუხლოვდა, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კახეთის რეგიონის 16 სკოლის მოსწავლეებმა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად განხორციელებული სასკოლო პროექტები წარმოადგინეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
ცხრა საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს. ღირსებამ და სიმართლემ გაიმარჯვა, რისთვისაც დიდი მადლობა ბათუმელებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბათუმში, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”დავით და მარიამ გოგოლიშვილები 15 მარტს დაიბადნენ. ინფორმაციას, კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ავარიას ემსხვერპლა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.