ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები პროფესორი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი დოდონა კიზირია "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა:
"მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს როდესაც აქ მოდიოდა, ეგონა ხალხი გამოვიდოდა და მოხდებოდა რაღაცა ვარდების რევოლუციის მსგავსი.
მე რომ აქ ყოფილიყავი მზად ვიყავი რევოლუციისთვის და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოში რომ არც ვყოფილიყავი, ჩამოვიდოდი აუცილებლად. მაგრამ არავინ არ იყო ისეთი აქ, რომელიც ხალხს დარაზმავდა და გამოიყვანდა.
მე არ მგონია რევოლუცია იარაღის აღება და ასე შემდეგ. როცა გამოდის 20-30 ათასი ადამიანი ეს არაფერი არ არის. უნდა გამოსულიყო 300 ათასი, 400 ათასი, ნახევარი მილიონი ადამიანი, მაშინ შეიძლებოდა რამის გაკეთება, ახლა უკვე აღარ"- განაცხადა დოდონა კიზირიამ.