სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.
დღეს ის ადამიანებიც კი სირცხვილით იწვიან, ვინც ლევან ხაბეიშვილს დაუჭირეს მხარი. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში თუ გვყავს თავმჯდომარე, რომელსაც არ აქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვინმესთან საუბრის რესურსი, ის უნდა წავიდეს - ის არის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის შეუფერებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი იმედაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ლევან ხაბეიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და მის გადავადებასთან დაკავშირებით “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. თავდაცვის სამინისტროს პროექტი 81-ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.
ის, რომ ევროკომისია განიხილავს ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტს - აგენტების კანონი ჰქვია პირდაპირ დოკუმენტს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი და შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.
მძიმე მდგომარეობაა, როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს "ნაცმოძრაობაში" - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2012 წლიდან მოყოლებული, "ნაცმოძრაობა", მათ შორის, კოლექტიური "ნაცმოძრაობა", გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება 'ქართული ოცნება" თუმცა, მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და ასევე გარანტირებულად მე-11 არჩევნებს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა - ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან - არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა.
ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც მადრიდში გაიმართა, დეკლარაცია მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.