ექსპერტი იხსენებს 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს და აღნიშნავს, რომ ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს.
“ამ 26 მაისის "შემოქმედები", ამ სისხლიანი დღის ავტორები დღეს ბედავენ და ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებენ დეკორაციებზე. აი სწორედ ეს მარაზმია დასავლეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგი.
ამ სისხლიანი დღის ავტორები პრეტენზიის წამოყენებას კი არა, გისოსებს მიღმა პატიებას უნდა სთხოვდნენ ხალხს...”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
