აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ის, რომ მმართველი პარტია ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში ჰარმონიაშია
, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კალანდარიშვილის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის და პოზიციის მმართველ პარტიასთან ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირება აბსოლუტურად მანიპულაციურია.
„შეიძლება ჩემს საქმიანობას საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდეს და ეს აღნიშნულიც არის ეუთო/ოდირის 2021 წლის დასკვნაში, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ადმინისტრირების თვალსაზრისით პოზიტიურად არის შეფასებული და ამასთანავე, ის აქტივობები და გაზრდილი გამჭვირვალობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, მაგრამ დღევანდელ დღემდე ვერავინ დაასახელებს ისეთ შემთხვევას, რომელიც რაიმე მიკერძოებულების ან დამოუკიდებლობის ხარისხის შემაფერხებელ გარემოებებზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემი კანდიდატურის და პოზიციის აფილირება მმართველ პარტიასთან ან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან არის აბსოლუტურად მანიპულაციური, რათა დაზიანდეს ის პროფესიული და ტექნოკრატიული რეპუტაცია, რომელიც მე პირადად და ზოგადად, დღეს ინსტიტუციას მისი პოზიციონირების ფარგლებში გააჩნია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.