„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 4 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
„ნობელის პრემიის ლაურეატ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ ჯეიმს კობს ჯანდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან შესვლისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის უფლებას არ აძლევს.
4 ოქტომბერს, 11:00-ზე ვიკრიბებით ჯანდაცვის სამინისტროსთან - სიცოცხლისთვის!“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.