„რატომ არ მოიწვიეს უშიშროების საბჭო?“ - ასეთი შეკითხვა ეროვნული ინტერესების მქონე ხელისუფლების პირობებში უნდა დაისვას, რომელიც არ გვყავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხს.
როგორც ბოკერია განმარტავს, მმართველი გუნდი ახდენს ტყუილის კულტივაციას - "შევეგუოთ პუტინის დომინაციას, რომ გადავრჩეთ ომს".
„ჩვენ გვყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც აწარმოებს ანტიდასავლურ და ანტიქართულ კამპანიას, თითქოს ამერიკა და ევროპა გვაძალებდა ომს, ხოლო მათ გადაგვარჩინეს.
მათი თქმით, უნდა ჩავწვეთ, შევეგუოთ პუტინის დომინაციას, რომ გადავრჩეთ ომს. ამხელა ტყუილის კულტივაციას ახდენენ და საპირისპირო ვითარებას გვაჩვენებენ. ამ ვითარებაში, „რატომ არ მოიწვიეს უშიშროების საბჭო?“ - ასეთი შეკითხვა ეროვნული ინტერესების მქონე ხელისუფლების პირობებში უნდა დაისვას, რომელიც არ გვყავს.
აქ ვითარება სულ სხვანაირია, სულ სხვაგან არის. ეს ხალხი მუშაობს ივანიშვილის ფულის, ძალაუფლებისა და პერსონალური ინტერესებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ანტიქართული და ანტიდასავლური კამპანიით. ამ პრიზმით უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი “, - აღნიშნავს გიგა ბოკერია.