ინფორმაცია ჩემი გადაყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. 0.1% არ არის რეალობის - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მელია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იგეგმება მისი გადაყენება, ან მისი წასვლა პარტიიდან, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ხაბეიშვილი განიხილება.
ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, არ ვიცი საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაციები. ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდი. ნაციონალურ მოძრაობაში ძირეულ ცვლილებებზე იღებს და მომავალშიც მიიღებს მისი ამომრჩეველი, მისი მხარდამჭერი"- თქვა მელიამ.